თიხის თერაპია - კრეატიული Team Building თქვენი გუნდისთვის
გუნდური მუშაობა თიხაზე – კრეატიული ვორქშოფი
თიხასთან მუშაობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც აერთიანებს შემოქმედებითობას, სტრესისგან განტვირთვას და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას. ამ ვორქშოფის მთავარი იდეაა, რომ თანამშრომლები ერთობლივად შექმნიან საერთო ნამუშევრებს, რაც განამტკიცებს მათ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს.
მისი ძირითადი მიზნებია:
სტრესის შემცირება და ემოციური ბალანსის აღდგენა
თიხასთან მუშაობა ხელს უწყობს რელაქსაციას, ამცირებს სამუშაო დატვირთვით გამოწვეულ სტრესს და ხელს უწყობს ემოციურ სტაბილურობას.
კრეატიულობისა და ინოვაციური აზროვნების წახალისება
მასალასთან შეხება და ფორმების შექმნა ავითარებს შემოქმედებით უნარებს, რაც შეიძლება დადებითად აისახოს პრობლემების გადაჭრის უნარებზე.
გუნდური მუშაობის გაძლიერება
საერთო პროექტებზე ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და ნდობის გაუმჯობესებას.
თვითგამოხატვის შესაძლებლობა
თიხის თერაპია ეხმარება თანამშრომლებს თავიანთი ემოციებისა და აზრების გამოხატვაში, რაც ზრდის მათ კეთილდღეობასა და მოტივაციას.
ფიზიკური და მენტალური განტვირთვა
ხელით მუშაობა აუმჯობესებს მოტორიკას, ამცირებს დაძაბულობას და იწვევს მედიტაციურ მდგომარეობას, რაც დადებითად მოქმედებს პროდუქტიულობაზე.
კორპორატიულ გარემოში თიხის თერაპიის სესიები შეიძლება ჩატარდეს როგორც ერთჯერადი სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ისე რეგულარულად, როგორც გუნდის გაძლიერებისა და კეთილდღეობის მხარდამჭერი პროგრამის ნაწილი.
🎭 როგორ ვითარდება გუნდური მუშაობა თიხის ვორქშოფზე?
საერთო პროექტის შექმნა - "თიხის პანო"
გუნდის თითოეული წევრი ქმნის ინდივიდუალურ ნაწილს (მაგალითად, პატარა ფილებს), რომლებიც საბოლოოდ ერთიანდება საერთო ნამუშევარში.
საერთო პროექტის შექმნა - "მომავლის ოფისი"
მონაწილეები ერთად ქმნიან კომპანიის სიმბოლოს, ლოგოს, ან მომავლის ოფისის კონცეპტუალურ მოდელს.
საერთო პროექტის შექმნა - "ხელების ანაბეჭდების კედელი"
გუნდის წევრები ამზადებენ თიხის დაფას, რომელზეც რჩება მათი ანაბეჭდები, სახელები ან შთამაგონებელი ფრაზები.
2. გუნდური გამოწვევები
🏆 "თიხის ქანდაკების შეჯიბრი"
გუნდები იღებენ თემა (მაგალითად, "წარმატება", "გუნდის სული", "მომავალი") და უნდა შექმნან თიხის ქანდაკება, რომელიც ამ თემას ასახავს.
🧩 "შეავსე ნაკლული ნაწილი"
თითოეული გუნდი იღებს დაუსრულებელ თიხის ნამუშევარს და უნდა დაასრულოს იგი ისე, რომ იყოს ჰარმონიული და უნიკალური.
3. კრეატიული თანამშრომლობა
🔄 თიხის წრე
თითოეული მონაწილე იწყებს თიხის ფორმირებას, შემდეგ გადასცემს გვერდით მყოფს, რომელიც ამატებს ახალ დეტალს. საბოლოოდ, იქმნება გუნდის ერთობლივი, უნიკალური ნამუშევარი.
🎁 პერსონალური ნივთების გაცვლა
თითოეული მონაწილე ქმნის პატარა ნივთს (მაგალითად, თიხის ფიგურას, თეფშს ან ჭიქას) და საბოლოოდ ჩუქნის გუნდელებს.
💡 პროგრამა:
1
🔹 გაცნობა და ინსტრუქცია
წამყვანი მონაწილეებს გააცნობს პროცესს და მუშაობის ტექნიკას.
2
🔹 მუშაობა თიხასთან
მონაწილეები ქმნიან სხვადასხვა ფორმის ნივთებს, დეკორატიულ ფიგურებს.
3
🔹 დეკორაცია და ფერწერა
ნამუშევრების გაფორმება, შეღებვა, მოხატვა.
4
🔹 დასკვნა და შეფასება
გუნდური აქტივობის შეჯამება და შთაბეჭდილებების გაზიარება.
სარგებელი გუნდური მუშაობისთვის
თანამშრომლობის გაძლიერება
საერთო პროექტების შექმნისას მონაწილეები სწავლობენ ერთმანეთის მხარდაჭერას და იდეების გაზიარებას.
კრეატიულობის განვითარება
ეხმარება თანამშრომლებს, იფიქრონ არასტანდარტულად და გამოსცადონ ახალი მიდგომები.
სტრესის შემცირება
თიხასთან მუშაობა არის თერაპიული პროცესი, რომელიც ხელს უწყობს რელაქსაციას და სამუშაოსგან განტვირთვას.
გუნდის ღირებულებების გამოვლენა
თითოეული ნამუშევარი შეიძლება ასახავდეს კომპანიის ღირებულებებს და მის ამბავს.
💰 პაკეტები:
🔹 საბაზისო პაკეტი
თიხის მასალები, ინსტრუმენტები და მუშაობა პროფესიონალთან (ჰაერზე შრობადი თიხა, შეღებვის გარეშე)
  • ერთი ვიზიტი 1,5-2სთ
  • 8-10 მონაწილე - 500ლ
  • 12-15 მონაწილე - 700ლ
🔹 სტანდარტული პაკეტი
დამატებით ნივთების გაპრიალება, შეღებვა (ნამუშევრები მზად იქნება რამდენიმე დღეში)
  • ორი ვიზიტი 1,5-2სთ მდე თითო შეხვედრა
  • 8-10 მონაწილე - 700ლ
  • 12-15 მონაწილე - 900ლ
🔹 პრემიუმ პაკეტი
პერსონალიზებული ნივთების შექმნა, შეღევბვა, ცეცხლზე გამოწვა და სამახსოვრო შეფუთვა. სამახსოვრო ფოტოები.
  • ორი ვიზიტი 1,5-2სთ მდე თითო შეხვედრა
  • 8-10 მონაწილე - 900ლ
  • 12-15 მონაწილე - 1200ლ
📌 ლოკაცია და საკონტაქტო ინფორმაცია
ჩვენი მისამართი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, მე-7 სართული. მეტრო დელისი, დელისი ჰაბი
ხანგრძლივობა
1,5-2 საათი (დამოკიდებულია აქტივობის ფორმატზე)
ელ. ფოსტა
ტელეფონი
(+995) 599 19 50 67
თქვენი მასპინძლები იდილიაში
ლიზი მიქელთაძე
პროგრამის წამყვანი
ანა ჩხატარაშვილი
პროექტის მენეჯერი
💡 მიეცით თქვენს გუნდს უნიკალური შესაძლებლობა, განიტვირთონ, გაერთიანდნენ და დატკბნენ შემოქმედებითი პროცესით!